menu
follow Anita:

08 November 2019

The triumph of Anita Rachvelishvili in Opera Bastille

ანიტა რაჭველიშვილის ტრიუმფი პარიზის ბასტილიის ოპერის სცენაზე

2019 წელს ანიტა რაჭველიშვილის დებიუტმა პრინცესა ებოლის როლში მონუსხა პარიზის ბასტილიის აუდიტორია. არაერთგზის გვყავს დიდებული სიტყვებით მოხსენებული ქართველი მეცო სოპრანო მისი სულის შემძვრელი მძლევარების, მისი ხმის სილამაზის თუ მისი ექსპრესიულობის გამო ვერდისა თუ სენ-სანსის, ბიზეს თუ რიმსკი-კორსაკოვის მუსიკაში. ებოლის როლი საკმაოდ რთული და შემაშინებელია მომღერლისთვის, მაგრამ რაჭველიშვილის შესრულებაში არანაირი სირთულე არ იგრძნობა, ის გასული სეზონის დიდებულ ებოლის, ელინა გარანჩასაც კი ჩრდილავს.

რანაირად? რაჭველიშვილი პოლონელი რეჟისორის, კრჟიშტოფ ვარლიკოვსკის მიერ რეინკარნირებულ პერსონაჟში მთელი არსებით - სხეულით, სულით და ხმით ტრანსფორმირდება. ის ებოლის ერთგვარ სიველურეს და მოუთვინიერებლობას აძლევს, რაც ელინა გარანჩას მიერ პორტრეტირებულ ებოლის არ ქონია, რომელიც უფრო “ფამ ფატალის” ხაზს მიჰყვებოდა ჰოლივუდურ პრიზმაში. ანიტა რაჭველიშვილის პირველი აპოთეოზი მეორე მოქმედებაში განსახიერდება: განმანცვიფრებლად ნამღერ არიაში "canzone del velo" ის თითოეულ ბგერას ცოცხლად, ჩვენ თვალწინ ძერწავს, ყოველივე ეს კი გამაოგნებელი სიმარტივის, უბადლო სიზუსტისა და სრულყოფილი ვოკალური ხელოვნების ფონზე ხდება.

პრინცესას შეუპოვრობა მოგვიანებით დონ კარლოსთან და პოზასთან ტერცეტში მჟღავნდება. რაჭველიშვილის დიაპაზონი და ნიუანსთა პალიტრა სრული საოცრებაა. მეორე აპოთეოზი, დიდი საზოგადო ინტერესის ობიექტი, ვლინდება მეოთხე მოქმედებაში ებოლის მეორე არიაში "O, don fatale". მძვინვარებისა და სასოწარკვეთის დუელში რაჭველიშვილი კვლავაც გვანებივრებს რეგისტრების ცვლის ფენომენალური უნარით, ის ისე მღერის თავის რეგისტრიდან მკერდის რეგისტრამდე, რომ ბგერის სილამაზე არასდროს იკარგება.
შთამბეჭდავი დაბალი რეგისტრის მომთხოვნი და აბობოქრებული სიბრაზის გამომხატველი არია მსმენელის ყურში თავიდან ღრმა უფსრკულებს თხრის სანამ ღრმა სინანულის გრძნობის გამოსახატავად მას მომღერალი რბილ, აბრეშუმის ლეგატოში გადაიყვანს. არიის ბოლოსკენ რაჭველიშვილი არ იშურებს გააფთრებულ მაღალ ნოტებს, როდესაც მისი არსების ფოკუსი კარლოს ცხოვრების გადარჩენაზე გადავა. ეს არის როგორც სიმღერის, ასევე თეატრალური ხელოვნების დიდი მომენტი, რომელმაც ქართველი მომღერალი დამსახურებული ოვაციით დააჯილდოვა, უშუალოდ არის შემდეგ და რათქმაუნდა ოპერის დამთავრებისას.

35 წლის ანიტა რაჭველიშვილი ზუსტად 10 წლის წინ გაიცნო სამყარომ მილანის ლა სკალას თეატრში კარმენის როლით. ის უდავოდ იმ განსაკუთრებულ ხელოვანთა ნუსხას მიეკუთვნება, რომელთა შესახებაც 30 წლის მერე თვალანთებულები ვითყვით, რომ ჩვენ ისინი ცოცხლად მოვისმინეთ და ვნახეთ, ზუსტად რომ იგივე თვალანთებულობით, რომლითაც ახლა ვიხსენიებთ წარსულის უდიდეს მომღერლებს რიტა გორსა თუ ჯესი ნორმანს. აი ნახავთ, ეს ასე იქნება!

მანამდე კი რაჭველიშვილი ნოემბრის ბოლოდან ბასტილის ოპერაში შეასრულებს კონჩაკოვნას პარტიას ბორიდინის ოპერაში "პრინც იგორი", სადაც მისი და მისი კოლეგების გზები ხელახლა გადაიკვეთება. 

 

In 2019, it is the Princess Eboli of Anita Rachvelishvili (her debut in this role) which fascinated the public of Bastille. We have already praised the Georgian mezzo soprano, her breathtaking power, her vocal beauty and expressiveness in the music of Verdi as of Saint-Saens, Bizet or Rimsky-Korsakov. Eboli is an intimidating, scary role, but Rachvelishvili is dealing with it without any difficulties, she even eclipses Elīna Garanča, who was a splendid Eboli in the fall of 2017.

How? By engaging body, soul and voice in the character reinvented by Warlikowski, and by imprinting something wild and untamed that did not offer Garanča - a “femme fatale” more in line with the Hollywood model. Anita Rachvelishvili's first "tour de force" comes in the second act: In a splendidly sung “Canzone del Velo” (“Song of the Veil”) she seems to model each note live, with an astounding ease, precision of a lace maker and a perfect vocal art!

The ferocity comes out later during the confrontation with Carlo and then Posa. Rachvelishvili's impressive vocal range and the palette of nuances is a true marvel. The second "tour de force" arrives, much anticipated, in the fourth act with "O, don fatale" ("O, gift fatal and hated") - between rage and despair, worn out of breath but without any deficit of it. Rachvelishvili demonstrates a phenomenal ability of register change, from the head voice down to the chest voice, without losing the beauty of the sound.

Demanding a spectacular low register and projecting a very tangible anger, the most famous aria of Eboli opens abysses to our ears, before the singer deploys a soft and silky legato in order to express her profound atonement. Towards the end she unleashes her furious high notes when she remembers that it is up to her to save Carlo. This great moment of singing as well as theater earned her a well-deserved ovation, which will be renewed by the audience at the end of the opera.

Anita Rachvelishvili, 35 years old this year, was discovered ten years ago in the role of Carmen at La Scala in Milan. She definitely belongs to those exceptional singers of whom we will say in thirty years, that we saw and heard them with the same sparkles in our eyes as those, who have known "in real life" singers like Rita Gorr or Jessye Norman. I'll bet you! Meanwhile, from the end of November, also at Opera Bastille she will be performing Kontchakovna in Borodin's "Prince Igor". This time, there will be some reunions.