menu
follow Anita:

05 March 2018

შესანიშნავი მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის სადებიუტო ალბომს Sony Classical-ი უშვებს - Broadway World

წყარო: https://www.broadwayworld.com/bwwmusic/article/Sony-Classical-Releases-Debut-Album-of-Stunning-Mezzo-Soprano-Anita-Rachvelishvili-on-32-20180212 

სადებიუტო ოპერულ ოცნებას ჰგავს ის, თუ როგორ დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ახალგაზრდა მომღერლის საერთაშორისო კარიერა. ლა სკალას 2009 წლის სეზონის პრემიერაზე, 25 წლის ქართველმა მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილმა, როგორც კარმენმა, აფიშები დაიპყრო სუპერვასრკვლავი ტენორი ჯონას კაუფმენის გვერდით. ამგვარად, იგი ასევე გახდა ყველაზე ახალგაზრდა მომღერალი, რომელმაც სადებიუტო როლი სწორედ პრემიერაზე შეასრულა  ლეგენდარული საოპერო სახლის ისტორიაში პირველად.

 წარმოდგენის დირიჟორი იყო დენიელ ბარენბოუმი , სწორედ ის, რომელმაც ამოიცნო ახალგაზრდა მომღერლის განსაკუთრებული ბუნებრივი ვოკალური ნიჭი და  ქარიზმატულობა სცენაზე. მას შემდეგ, რაც მოუსმინა მის მიერ მცირე, მერსედესის როლის შესრულებას, შესთავაზა სატიტულო როლი.  „ეს ჩემთვის დიდი რისკი იყო“, - იხსენებს ანიტა. „რაიმე მცირედიც კი რომ ასაწორად წასულიყო, ჩემი კარიერა მისი დაწყების დღესვე დასრულდებოდა.“

 „მან  ტრიუმფალურად გაიმარჯვა,“ განაცხადა „ნიუ იორკ თაიმსმა“, გაამახვილა ყურადღება „მის შესანიშნავად გლუვ ხმაზე“ და დაამატა: „როცა ქალბატონმა რაჭველიშვილმა  მისი მუქი გრძელი თმა მხარზე გადაიყარა... მოხიბლული ესპანელი ჯარისკაცები სცენაზე დომინოებივით დაეცნენ“. გასაოცარმა მეცო-სოპრანომ, რომელიც ახლა სადებიუტო ალბომს უშვებს Sony Classical-ის ლეიბლით, მას შემდეგ კარმენის როლი 300-ზე მეტჯერ შეასრულა. მისმა ბუნებრივმა სილაღემ სცენაზე და ძლიერმა, მომაჯადოვებებელმა ხმამ სწრაფად მიიყვანა სხვა მთავარ სადებიუტო როლებამდე, მაგალითისთვის, ამნერისის როლი „აიდაში“, აზუჩენა - „ტრუბადურში“, დალილა - „სამსონ და დალილაში“. მუდმივად მზარდი სია ვენიუების, სადაც მას უმღერია, მოიცავს მეტროპოლიტენის ოპერას, გერმანიის ოპერა ბერლინს, ბავარიის სახელმწიფო ოპერას,  ვერონას არენას, ლონდონის სამეფო ოპერის სახლს...

 პირველი ალბომისთვის, რომელსაც Sony Classical-ის ლუშვებს და რომელსაც ასე ველოდით, ანიტა ძალებს აერთიანებს იტალიის ნაციონალური სიმფონიის ორკესტრთან და დინამიურ დირიჟორ ჯიაკომო საგრიპანტთან, რომელმაც 2016 წლის საერთაშორისო ოპერის დაჯილდოებაზე გაიმარჯვა საუკეთესო ახალგაზრდა დირიჟორის ნომინაციაში.   პროგრამა შეიცავს ორ არიას, მიმზიდველ „ჰაბანერას“ და „სეგიდილიას“, ირეკლავს მის ფართო დრამატულ დიაპაზონსა და პირად ისტორიას. ასევე, ლიუბაშას მომაჯადოვებელ ა კაპელა სიმღერას რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლედან“, ოპერიდან, რომელშიც მან მოგვიანებით იმღერა დენიელ ბარენბოიმის დადგმაში ბერლინის სახელმწიფო ოპერაში.

. არიები „სამსონი და დალილადან“ და „ტრუბადურიდან“ გვიჩვენებს ხელოვანს, რომელიც, როგორც ეს კარმენის შემთხვევაშია, ყველა პერსონაჟს ქმნის მუსიკის საწყისებში დასაბრუნებლად, ნოტების მიღმა ხელშესახები, რეალური ადამიანის აღმოსაჩენად, სცენაზე ბუნებრივი ქარიზმისა და ღრმა, ძლიერი ხმის მეშვეობით, იგი აცოცხლებს საკუთარ შინაგან სამყაროს მუსიკაში.

მასკაგნის „Cavalleria rusticana“, რომელიც პირველად მან რომის ცნობილ ოპერის თეატრში შეასრულა 2017 წლის დასაწყისში, წარმოდგენილია Santuzza-ს მგრძნობიარე ‘Vo lo sapete’-თი. ორი არია ვერდის „დონ კარლოდან“ ასახავს ამაღელვებელი მეცო-სოპრანოს მომავალ გეგმებს. ალბომი ასევე შეიცავს Charlotte’s Letter არიას Werther-დან და მომაჯადოვებელი კეთილშობილურ ‘Ô ma lyre immortelle’-ს, Sapho-დან: დიდებული მეცო-სოპრანოების საყვარელი არია, რომელსაც რაჭველიშვილი საკუთარი ინდივიდუალურობით ავსებს.

მშობლიურ საქართველოში ღრმად ფესვგადგმული მუსიკალური ბექგრაუნდით, ანიტა რაჭველიშვილი პირველად დაეუფლა ფორტეპიანოს 6 წლის ასაკიდან, ასევე, ჯაზისა და სოულის სიმღერას, რომლის თავის ბენდთან ერთად შესასრულებლადაც  ახლაც კი პოულობს დროს ფრენებით დატვირთული საერთაშორისო საოპერო კარიერის მიუხედავად. მან ოპერა მხოლოდ 16 წლის ასაკში აღმოაჩინა სიმღერის გაკვეთილებზე, მისი განსაკუთრებული ბუნებრივი ტალანტი  კი მაშინ გამოვლინდა, როცა რამდენიმე წლის შემდეგ ლა სკალის თეატრის აკადემიაში, მილანში მიიღეს.

ანიტასთვის მნიშვნელოვანი იყო ალბომში ქართული საოპერო ტრადიციის ნაწილიც შესულიყო, თამარ მეფის კავატინას სახით, დიმიტრი არაყიშვილის 1919 წლის ოპერიდან - “თქმულება შოთა რუსთაველზე”. თამარი, რომელიც საქართველოს მართავდა 1184 წლიდან 1213 წლამდე, ქვეყნის ისტორიის მთავარი ფიგურაა და “მაგალითი ქართველი ქალებისთვის დღეს” - ხსნის ანიტა. “კარგია, ჩემს სადებიუტო ალბომში რომ შედის, რადგან მეც მოვიაზრებ ჩემს თავს წარმატებლ და ძლიერ ქალად, ან, ვცდილობ მაინც, რომ ვიყო!”

ანიტას სადებიუტო ალბომის მახასიათებლები:

 გამოსვლის თარიღი: March 2, 2018

Anita Rachvelishvili, mezzo-soprano

Orchestra Sinfonica Nazionale della Rai

Coro del Teatro Municipale di Piacenza

Giacomo Sagripanti, conductor

Barbara Massaro, soprano

Track List:

1. Carmen, Act I: Près des remparts de Séville (Seguidilla)

2. Samson et Dalila, Act I: Printemps qui commence

3. Il Trovatore, Act II: "Condotta ell'era in ceppi"

4. Don Carlo, Act II: Canzone del velo: Nei giardin del bello

5. Werther, Act III: Je vous écris de ma petite chambre (Letter Aria)

6. The Legend of Shota Rustaveli: Cavatina of Queen Tamar

7. Samson et Dalila, Act II: Mon coeur s'ouvre à ta voix

8. The Tsar's Bride, Act I: Lyubasha's Aria: You will pay

9. Carmen, Act I: L'amour est un oiseau rebelle (Habanera)

10. Cavalleria rusticana: Voi lo sapete, o mamma

11. Sapho, Act III: O ma lyre immortelle

12. Don Carlo, Act IV: O don fatale

Available Digitally on March 2, 2018 and April 13, 2018 on CD