menu
follow Anita:

05 March 2018

"The trouble with troubadours"- მონაკვეთი Parterre.com-ის შეფასებიდან

წყარო: http://parterre.com/2018/01/23/the-trouble-with-troubadours/ 

"კელსის განსაკუთრებულობას თუ ისედაც ველოდი, სრულიად გაოცებული დავრჩი რაჭველიშვილის მიერ შესრულებული აზუჩენას დაუბრკოლებელი დახვეწილობით. მახსოვს, როცა სულ პირველად ვიხილე ქართველი მეცო, შესვენებაზე სრულიად შეშფოთებული გამოვედი მისი ველური, უკონტროლო კარმენის გავლენის ქვეშ მყოფი.
საკმაოდ ვისიამოვნე მის მიერ შესრულებული კონჩაკოვათი „პრინც იგორში“ და მაინც აშკარაა, რომ 4 წელში, „პრინცი იგორის“ შემდეგ, ანიტამ საკუთარი თავი გარდაქმნა.

ჩემმა ერთმა მეგობარმა ამნერისის როლში მოუსმინა გასულ ზაფხულს ფესტივალზე Chorégies d'Orange და აღფრთოვანებული იყო მისი შესანიშნავობით, ამიტომაც მქონდა წინათგრძნობა, რომ „ტრუბადური” განსაკუთრებული იქნებოდა.

სინამდვილეში, ანიტას შესრულება აღმოჩნდა ყველაზე ნიუანსური აზუჩენა, რომელიც კი ოდესმე მინახავს. როგორც წესი, ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის დასრულდება “Stride la vampa”, მაგრამ რაჭველიშვილის ინტესიური ინტერპრეტაციამ დამატყვევა ვოკალში ვიბრაციის ნაკლებობის მიუხედავად.

მისმა გამაოგნებელმა და მომაჯადოვებელმა„Condotta ell’era in ceppi“-მა, რომელიც ყველაზე შემაშფოთებელი უიმედობით დასრულდა, ნამდვილი გამოცხადების შთაბეჭდილება დატოვა.  მისი მუდმივი ზრუნვა დინამიურობისთვის დრამატულად კონტრასტული იყო სხვა ბევრი ბოშის კონტრიბუციასთან. მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ აკლია დაბინდული გონების „სიგიჟე“, რასაც შეუძლია აზუჩენას შთამბეჭდავი ფიგურის  შექმნა, ამ ძლიერი ოვაციებით დასრულებულმა წარმოდგენამ სამყაროს შეატყობინა, რომ ანიტა ვერდის მთავარი მეცო გახდა."