menu
follow Anita:

03 August 2019

"რაჭველიშვილი არის განმაცვიფრებელი პროექციით შემკული ბომბა ხმა" - ქართველი მეცო სოპრანოს მორიგი ტრიუმფი

ანიტა რაჭველიშვილის მორიგი ტრიუმფალური გამოსვლა ამჯერად, ავსტრიაში. ზალცბურგის ფესტივალზე ქართველი მეცო სოპრანოს ნამღერმა კვლავ აალაპარაკა მთელი მსოფლიო.

გერმანული გამოცემა Tiroler Tageszeitung წერს,  რომ ანიტა რაჭველიშვილი არის განმაცვიფრებელი პროექციით შემკული ბომბა ხმა.

“აღმაფრთოვანებელი იყო ქართველი მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი პრინცესა დე ბუიონის როლში. მისი ხმა მიწიერი, მსუყე დაბალი და გამაოგნებელი, ყოვლისმომცველი მაღალი ნოტებით ზალცბურგის ფესტშპილჰაუსის დარბაზში ერთგვარ ღვარცოფად შემოიჭრა.

რაჭველიშვილი არის განმაცვიფრებელი პროექციით შემკული ბომბა ხმა. ანა ნეტრებკოს და ანიტა რაჭველიშვილის პერსონაჟების ურთიერთდაუნდობელი დუელი გახდა მთელი საღამოს ერთმნიშვნელოვანი კულმინაცია”

 

Source:  Fortuna