menu
follow Anita:

02 March 2019

ახალგაზრდა მომღერალი ოპერის სამყაროს შტურმით იპყრობს

Read the article New York Times 

ახალგაზრდა მომღერალი ოპერის სამყაროს შტურმით იპყრობს

ანიტა რაჭველიშვილი არის "ყოველგვარი ეჭვის გარეშე პლანეტის  ვერდის შემსრულებელი  საუკეთესო მეცო-სოპრანო" - ამბობს დირიჟორი რიკარდო მუტი.

ავტორი: ზაქარი ვულფი

ფრანჩესკო ჩილეას "ადრიანა ლეკუვრერის" მესამე აქტის ბოლოსკენ ვერაგი პრინცესა დე ბუიონი და ადრიანა, პროფესიით მსახიობი, წვეულებაზე ერთმანეთს უპრისპირდებიან. ორივე მათგანი მომხიბვლელი მაურიციოს გულის მოსაგებად მეტოქეობს.

 ამ ორომტრიალში მაურიციო ადრიანასკენ მიიწევს, როცა პრინცესა მას აჩერებეს სიტყვით "restate", - იგი მაურიციოს მასთან დარჩენას უბრძანებს.

ამას წინათ დილის რეპეტიციაზე მეტროპოლიტენ ოპერაში, სადაც ახალი წლის ღამეს "ადრიანას" ახალი პროდუქცია ანა ნეტრებკოს და პიოტრ ბეშაუას მონაწილეობით დაიდგმება, ქართველი მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი მხოლოდ სიტყვით "restate"  ქმნის დიდ პარადოქსს: ლამაზ განხეთქილებას.

მკერდის ხმაზე ჩასვლისას მისი ხმა მომრგვალებული, თბილი რჩება, რადგანაც ის მკერდის რეგისტრს არც ჭყლეტს და არც ძალიან აწვება. მისი ხმა აქ გავს რკინის მუშტს კაშმირის ხელთათმანში. მისი ბგერა და ავტორიტეტულობა მაურუციოს გარდა მსმენელსაც კი ადგილზე უმოძრავოდ გაყინულს ტოვებს.

ეს პასაჟი რამდენიმე წამს გრძელდება, მაგრამ ჯერ მხოლოდ 34 წლის ქალბატონმა რაჭველიშვილმა მის ვარსკვლავურ სტატუსს ამ ბოლო წლებში ზუსტადაც რომ ასეთი მოკლე, მაგრამ ინტენსიური მომენტებით მიაღწია: ეს არის კომბინაცია დამატყვევებელი ვოკალურობისა და კარგად გააზრებული სინატიფის. მისი სენსუალური, თუნდაც კი უბრალოდ სიმღერის გარეშე სცენაზე დგომა მას იდეალურ მომღერლად ქმნის განასახიეროს ვედის მეცო-სოპრანოს ძლევამოსილი პერსონაჟები.

"რაჭველიშვილი ჩემთვის მხილება იყო," ერთმნიშვნელად ამბობს  ინტერვიუში სახელგანთქმული იტალიელი დირიჟორი რიკარდო მუტი, რომელთან ერთადაც რაჭველიშვილი ივნისში ჩიკაგოს ოპერის თეატრში "აიდაში" მიიღებს მომაწილეობას. "ანიტა რაჭველიშვილი არის ყოველგვარი ეჭვის გარეშე არის ამ პლანეტის ვერდის შემსრულებელი საუკეთესო მეცო-სოპრანო. ეჭვგარეშე!" - განაგრძობს რიკარდო მუტი.

მეტროპოლიტენ ოპერაში მან უკვე შეაუსრულა პროვოკატიულად ბნელსულიანი კარმენი და მეოცნებე კონჩაკოვნა ბოროდონის "პრინც იგორში". მაგრამ ამ წლის დასაწყიშსი იყო ვერდის "ტრუბადურით" მისი ჭეშმარიტი აღმოჩენა აზუჩენას როლში, სადაც მისი ვოკალური სიდიადე, მოულოდნელი გამჭრიახობა და  მუსიკალური სიზუსტე ფაქტიურად შოუს აჩერებდა.

"ჩემთვის ეს იყო ფაქტიურად სრული გარდასახვა," ამბობს მეტროპოლიტენ ოპერის გენერალური მენეჯერი პიტერ გელბი რაჭველიშვილზე, რომელმაც 2 სეზონის წინ იმღერა ბოლოს მეტროპოლიტენში. "მაშინაც კარგი იყო, მაგრამ ახლა ის ხაზგასმით დიდებულია."

სექტემბერში ანიტამ ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში ძლევამოსილი, მაგრამ ამავდროულად ფაქიზი სულის მქონე ამნერისი შეასრულა ანა ნეტრებკოსთან ერთად ვერდის "აიდაში". ახლა ამას მოჰყვება  ბოროტი პრინცესას "ადრიანა ლეკუვრერში" სანამ იგი მომავალი წლის მარტში მაცდურ დალილას შემოგვტავაზებს სენ-სანსის "სამსონ და დალილაში".

ყველაფერთან ერთად ქალბატონმა რაჭველიშვილმა ახლახანს მეტროპოლიტენიდან "ტრავიატას" მსოპლიო HD ტრანსლაციასაც უმასპინძლა. წლის ბოლოს კი იგი პარიზში პირველად შეასრულებს ებოლის როლს ვერდის  "დონ კარლოსში".

"ჩემი ახალგაზრდა ასაკის გამო ნაადრევი იქნებოდა," ასე განმარტა ქალბატონმა რაჭველიშვილმა ის ფაქტი, თუ რატომ დაელოდა ვერდის ტიტანური როლების შესრულებას. ეს საუბარი კი გავმართეთ ნიუ იორკში, კერძოთ კი ისთ ვილიჯში ქართულ რესტორანში "Oda House". რაჭველიშვილი აგრძელებს: "ჩემი ხმა კი იყო მზად, მაგრამ ამ როლების შესასრულებლად საჭიროა გაკრვეული სიმწიფე, არა მარტო ვოკალური, არამედ უპირველეს ყოვლისა ფსიქოლოგიური."

ანიტა რაჭველიშვილი 1984 თბილისში ხელოვანების ოჯახში დაიბადა: დედა კლასიკური და ფოლკლორული ბალეტის მოცეკვავე, მამა კი ბას-გიტარისტი და კომპოზიტორი. თანაც ორივე მღეროდნენ. ის იმ დიდ გაჭირვებაში გაიზარდა, რომელიც საქართველოს თავს დაატყდა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ:"არა ელექტროენერგია, არა წყალი, არა საჭმელი, საერთოდ არაფერი," - იხსენებს მომღერალი.

მიუხედავად ამისა მას ბავშვობასთან ბედნიერი მოგონებები აკავშირებს: გათბობის დეფიციტის გამო მეზობლები ერთად იკრიბებოდნენ ერთ პატარა ოთახში. ვმღეროდით, კარტით და სხვა თამაშებით ვირთობდით თავს. მამა გიტარაზე, დედა კი ფორტეპიანოზე უკრავდა. მუსიკა მაშინაც კი ჩემი ცხოვრების 99 პროცენტს იკავებდა."

ჯერ კიდევ პატარამ დაიწყო ფორტეპიანოზე სიარული;  მღეროდა ჯაზს, სოულს და პოპ ჰიტებს მეგობრებთან ერთად. მისი ხმის სიდიდე და ხარისხი ყველასთვის აშკარა იყო, თავად ანიტა კი ჯერ ოპერაზე საერთოდ არ ფიქრობდა. უბრალოდ იმაზე ყოყმანისას, თუ სად ჩაებარებინა ანიტამ გაითვალისწინა ოჯახის მეგობრის რჩევა და კონსერვატორიაში მოსმენაზე წავიდა. ამ დროისთვის მას ოპერა ცოცხლად არც კი ენახა.

ქალბატონი რაჭველიშვილი დიდი მონდომებით შეუდგა საოპერო ტექნიკის შესწავლას და ამავდროულად იმ ტექნიკის დავიწყებას, რომლსაც იგი მერაია ქერის ჰიტების სიმღერისას იყენებდა. პირველი კონცერტი ახსენდება როგორც მოუმზადებელი კატასტროფა, ეს კი ზუსტად ის გამაფრთხილებელი გასროლა აღმოჩნდა, რომელიც მას  ჭირდებოდა.

"მაშინ ვუთხარი ჩემ თავს: ეს აღარასდროს არ უნდა განმეორდეს! მე ყველაფერი უნდა ვცადო, რომ თავი ხელში ავიყვანო. სცენაზე გასვლისას ბოლომდე უნდა მქონდეს გააზრებული, თუ რას ვაკეთებ. ეს ის მომენტი იყო, რომელმაც ყველაფერი შეცვალა, როდესაც მე ბევრ რამეს სხვა პერსპექტივიდან შევხედე," იხსენებს რაჭველიშვილი.

შემდგომში რაჭველიშვილი გახდა მილანის პრესტიჟული ლა სკალას აკადემიის სტუდენტი, საიდანაც მისი კარიერა ელვისებურად დაიწყო, თითქოსდა ეს ყველაფერი ფილმი ყოფილიყო და არა რეალობა. 2008 წელს იგი მოსმენაზე იყო "კარმენში" მერსედესის პატარა როლზე, როდესაც მისით მოიხიბლა ამ კარმენის დამდგმელი დირიჟორი დანიელ ბარენბოიმი.

"ეს ხმა იყო ნამდვილი დრამატული ხმა, ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, ბავშვობის ასაკში," - ამბობს ბატონი ბარენბოიმი ერთერთ ინტერვიუში. "მას გამოხატვის დიდი სიმდიდრე ახასიათებდა. ეს ხმა პატარა როლისთვის ზედმეტად მნიშვნელოვანი იყო. წესით ახალგაზრდა მომღერლები ან თვიდდაჯერებულობის დეფიციტს, ან ამის სიჭარბეს განიცდიან. მას კი ამ ორი კომპონენტის იდეალური ბალანსი ჰქონდა."

ის უკვე აყვანილი იყო მთავარი როლის შემცვლელად, რაც დამწყები ახალგაზრდა მომღერლისთვის უკვე ძალიან დიდი წარმატებაა. გაზაფხულზე კი თეატრმა დაურეკა: კარმენზე უკვე დამტკიცებულმა მომღერალმა გააუქმა სპექტაკლები და ქალბატონ რაჭველიშვილს  წილად ხვდა საოპერო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატივი: ლა სკალას სეზონი გახსნა მთავარ როლში იონას კაუფმანთან ერთად.

რაჭველიშვილმა კარმენის პარტია ხელახლა შეისწავლა და სკექტაკლმაც ტრიუმფით ჩაიარა. "მან კარმენი ისე იმღერა, თითქოსდა დაბადებიდან ამის მეტი სხვა არაფერი უკეთებია," ბრძანა ბატონმა ბერენბოიმმა. "ეს იყო მისთვის აბსოლუტურად ბუნებრივი. კარმენის შემსრულებლები ამ როლს ან ძალიან ვულგარულად მღერიან, ან მეორე უკიდურესობაში ვარდებიან  და უსიცოცხლო, ძალაგამოცლილ პერსონაჟს გვთავაზობენ. რაჭველიშვილმა კი ეს როლი ძლიერი ხასიათით და ყოველგვარი ვულგარულობის გარეშე შეასრულა."

მათ შორის, ვინც მის მილანისეულ კარმენს დასწრო, იყო მეტროპოლიტენ ოპერის გენერალური მენეჯერი პიტერ გელბი, რომლემაც რაჭველიშვილი 2011 წელს კარმენზე დაამტკიცა.

"მაგრამ მე არანაირი გარანტია არ მქონდა", ამბობს გელბი, "ნიჭიერების მიუხედავად ოპერის მომღელები სათუთი არსებები არიან და არავინ არასდროს იცის, ისინი როგორ განვითარდებიან. მისი ნიჭიერებით აღფრთოვანებულიც კი მე არ ვიყავი ბოლომდე იმაში დარწმუნებული რომ, ის ბოლო 50 - 60 წლის ერთერთ საუკეთესო მეცო-სოპრანოდ იქცეოდა."

მისი წინსვლა და აღმავლობა მისივე დამსახურებაა. ქალბატონი რაჭველიშვილის ვოკალური ტექნიკის ბოლო მასწავლებელი მისგან ყოველთვის მეტ, მეტ და უფრო მეტ ხმას ითხოვდა.

"მაგრამ მე მეტი ნიუანსების გაკეთება მინდოდა, მეტი ფერები, მეტი პიანო" - რბილი დინამიკა. "მე პიანოს გაკეთებას ვცდილობდი, მაესტრო კი ამბობდა, "არა, არა, არა, პიანო საშიშია, არ გააკეთი პიანო." მე კი  პიანოს გაკეთების მოთხოვნილება მქონდა, არ შემეძლო ყველაფრის ხმამაღლა, ფორტეზე სიმღერა."

პედაგოგთან ჩამოშირების შემდეგ მან სწავლის წყაროდ უშუალოდ პარტიტურები აირჩია. აზუჩენას როლი, რომელსაც ხშირად  ხმამაღლა ყვირილით ფაქტიურად ანადგურებენ, რაჭველიშვილის შესრულებაში ფერების და ფორმების კალეიდოსკოპად იქცა. მან ამ პერსონაჟის უფრო მრავალფეროვანი ხასიათი დაგვანახა და არა სტანდარტული, ერთფეროვანი პორტრეტი.

"თუ პარტიას ისე შეასრულებ, როგორც ეს კომპოზიტორს უწერია, მაშინ ეს შესრულება ლამაზი იქნება," ამბობს ქართველი მეცო-სოპრანო. "და ამ დროს ხალხს გონია, რომ მე რაღაც განსხვავებულს ვაკეთებ, არადა უბრალოდ ზუსტად ისე ვმღერი, როგორც ეს პარტიტურაში წერია."

რაჭველიშვილს  ისეთივე პროფესიონალური დამოკიდებულება ახასიათებს დეტალების მიმართ, როგორც დიდ იტალიელ დირიჟორს რიკარდო მუტის. "მან მე თავიდანვე გამიგო," იხსენებს მუტი რაჭველიშვილთან პირველ თანამშრომლობას გასულ წელს ვერდის "რექვიემზე" და ხაზს უსვამს ერთ მაგალითს, რომელიც კარგად ასახავს რაჭველიშვილის მაგიურობის გასაღებს: "Lux Eterna"-ში ხმა ადის ფა-დიეზამდე, რომელიც მეცო-სოპრანოსთვის წარმოადგენს "პასაჯოს", ანუ გარდამავალ ნოტს. ის ისეთი სირბილით და საოცარი დახვეწილობით ავიდა ამ ფა-დიეზზე, რომ ხმის ფერი საერთოდ არ შეცვლილა. ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ის ჩემს ყოველ მუსიკალურ განზრახვას მოჰყვებოდა, მთელი რეპეტიცია სრული თავდადებით ჩავატარეთ." - იხსენებს რიკარდო მუტი.

"აიდას" გარდა რაჭველიშვილი და მუტი 2019 წელს კიდევ ერთხელ შეასრულებენ ერთად ვერდის "რექვიემს", ამჟამად ზალცბურგის ზაფხულის ფესტივალზე. ასევე ჩაწერენ პიეტრო მასკანის "სოფლის ღირსებას". ქალბატონი რაჭველიშვილი პარალელურად მუშაობს ფრანგულ რეპერტუარზე, კერძოთ დიდონის როლზე ბერლიოზის "Les Troyens" და შარლოტას როლზე მასნეს ოპერიდან "ვერტერი". მეტროპოლიტენ ოპერაში ის კვლავ იმღერებს ამნერისს "აიდას" ახალ, რეჟისორ მაიკლ მეიერის დადგმაში. (მათ ამასთან დაკავშირებით ჰქონდათ საუბარი ამენრისის პერსონაჟის თვითმკვლელობის შესახებ ოპერის ფინალში.)

34 წლის კარიერის აღმავლობაში მყოფი ვარკსვლავი მისი ასაკისათვის ატიპიური სიმშვიდით უყურებს  სასიმღერო კარიერის დამთავრებას. ის უკვე დაკავებულია პედაგოგიური მოღვაწეობით და ეს ძალიან მოსწონს.

"მე ხვალაც რომ მოვრჩე სიმღერას ან დავკარგო ხმა, ზუსტად ვიცი რასაც გავაკეთებ. ვიცი, რომ აუცილბლად ვიქნები ვოკალის პედაგოგი, ვიცხოვრებ მთებში, სადაც მექნება საკუთარი ფერმა, მეურნეობა. ეს არის ის, რაც მე ძალიან მიყვარს."

"ცხოვრება მშვენიერია,", ამატებს იგი " და ბევრია კიდევ გასაკეთებელი. არასოდეს არ უნდა გქონდეს იმის შიში, რომ მოსინჯო რაიმე ახალი."

 

30 დეკემბერი, New York