menu
follow Anita:

05 March 2018

„ანიტა“ - სადებიუტო ალბომი, რომელსაც ასე ველოდით - SONY CLASSICAL

„მან ტრიუმფალურად გაიმარჯვა,“ განაცხადა „ნიუ იორკ თაიმსმა“, გაამახვილა ყურადღება „მის შესანიშნავად გლუვ ხმაზე“ და დაამატა: „როცა ქალბატონმა რაჭველიშვილმა თავისი მუქი, გრძელი თმა მხარზე გადაიყარა...მოხიბლული ესპანელი ჯარისკაცები სცენაზე დომინოებივით დაეცნენ“.

გასაოცარმა მეცო-სოპრანომ, რომელიც ახლა სადებიუტო ალბომს უშვებს, მას შემდეგ კარმენის როლი 300-ზე მეტჯერ შეასრულა. მისმა ბუნებრივმა სილაღემ სცენაზე და ძლიერმა, მომაჯადოვებებელმა ხმამ სწრაფად მიიყვანა სხვა მთავარ სადებიუტო როლებამდე, მაგალითისთვის - ამნერისის როლი „აიდაში“, აზუჩენა - „ტრუბადურში“, დალილა - „სამსონ და დალილაში“.

მუდმივად მზარდი სია თეატრებისა, სადაც მას უმღერია, მოიცავს მეტროპოლიტენის ოპერას, ბავარიის სახელმწიფო ოპერას, ვერონას არენას, ლონდონის სამეფო ოპერის სახლს...


„ანიტა“


პირველი მოლოდინით სავსე ალბომისთვის Sony Classical-ის ლეიბლით, ანიტა ძალებს აერთიანებს იტალიის ნაციონალური სიმფონიურ ორკესტრთან და დინამიურ დირიჟორ ჯაკომო საგრიპანტთან, რომელმაც 2016 წლის საერთაშორისო ოპერის დაჯილდოებაზე გაიმარჯვა საუკეთესო ახალგაზრდა დირიჟორის ნომინაციაში.

პროგრამა, რა თქმა უნდა, შეიცავს „ჰაბანერას“ და „სეგიდილიას“. ანიტას არიები ირეკლავს მის ფართო დრამატულ დიაპაზონსა და პირად ისტორიას. ასევე, ალბომშია ლიუბაშას მომაჯადოვებელი ა კაპელაც რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლედან“, ოპერიდან, რომელშიც მან მოგვიანებით იმღერა დენიელ ბარენბოიმის დადგმაში, ბერლინის სახელმწიფო ოპერაში. არიები „სამსონ და დალილადან“ და „ტრუბადურიდან“ გვიჩვენებს ხელოვანს, რომელიც, როგორც ეს კარმენის შემთხვევაშია, ყველა პერსონაჟს ქმნის მუსიკის საწყისებში დასაბრუნებლად, ნოტების მიღმა ხელშესახები, რეალური ადამიანის აღმოსაჩენად. სცენაზე ბუნებრივი ქარიზმისა და ღრმა, ძლიერი ხმის მეშვეობით, იგი აცოცხლებს საკუთარ შინაგან სამყაროს მუსიკაში. მასკაგნის „Cavalleria rusticana“, რომელიც პირველად მან რომის ცნობილ ოპერის თეატრში შეასრულა 2017 წლის დასაწყისში, წარმოდგენილია Santuzza-ს მგრძნობიარე ‘Vo lo sapete’-თი. ორი არია ვერდის „დონ კარლოდან“ ასახავს ამაღელვებელი მეცო-სოპრანოს მომავალ გეგმებს. ალბომი ასევე შეიცავს Charlotte’s Letter არიას Werther-დან და მომაჯადოვებელი კეთილშობილურ ‘Ô ma lyre immortelle’-ს, Sapho-დან: დიდებული მეცო-სოპრანოების საყვარელი არია, რომელსაც რაჭველიშვილი საკუთარი ინდივიდუალურობით ავსებს.


ანიტას სადებიუტო ალბომი: https://AnitaRachvelishvili.lnk.to/AnitaLW