menu
follow Anita:

All News

read more
25 January 2018

New York Times: მიმოხილვა - მოულოდნელი ვარსკვლავი მეტროპოლიტენის ოპერის “ტრუბადურს” ისაკუთრებს

აი სისხლი ნამდვილად იყინება ვენებში, როცა უყურებ და უსმენ ქართველ მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილს - იგი მთელ შოუს ისაკუთრებს აზუჩენას როლის შესრულებისას „ტრუბადურში“, რომლის პრემიერაც ორშაბათს შედგა მეტროპოლიტენის ოპერაში და გაგრძელდება 15 თებერვლამდე. აქამდე, მეტროპოლიტენის ოპერაში, ჯერ მხოლოდ 33 წლის ქალბატონი რაჭველიშვილი ყოფილა გაბედულად პირქუში კარმენი, ასევე, ჰქონია მნიშვნელოვანი, სენსუალური გარდაქმნა 2014 წელს ბოროდინის ოპერაში „პრინცი იგორი“. მაგრამ აზუჩენა მისი ნამდვილი გამოვლინებაა. იგი შეშინებულ და შემაშინებელ, საკუთარი მოგონებებით გაგიჟებულ ბოშას, რომლის როლის შემსულებლებიც ხშირად დანარჩენი მთავარი როლების შემსრულებლების შემდეგ არიან ხოლმე მოხსენიებულები აფიშებზე, გარდაქმნის ყურადღების ცენტრში მყოფ, ემოციურად არასტაბილურ მთავარ, ცენტრალურ ფიგურად.