menu
follow Anita:

All News

read more
05 March 2018

Gypsy Fire - Opera News

ქართველი მეცოსოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილისთვის მოვლენები თავბრუდამხვევი სიჩქარით განვითარდა. შესაძლოა სწორედ ამიტომაცაა მისი დამოკიდებულებები ასეთი სუფთა და შეუბღალავი. ის მომღერლების ვარსკვლავური გუნდის წევრი იყო ამ ზაფხულს პარიზში, ფრანგული ნაციონალური დღის აღსანიშნავ კონცერტზე 14 ივლისს. გასაკვირი სიტკბოთი შეასრულა “O ma lyre immortelle” შარლ გუნოს ოპერიდან “საფო” ეიფელის კოშკის ქვეშ, ბოლომდე შენარჩუნებული ენერგიით, რაც მაყურებელს მრავალჯერად შესაძლებლობას აძლევდა მისი გასაოცარი, ტოპ სპექტრში მოძრავი ხმით დამტკბარიყო.

read more
02 March 2018

Debut album "ANITA" out now!

For her highly anticipated first album on Sony Classical she joins forces with the Orchestra Sinfonica Nazionale della RAI and the dynamic conductor Giacomo Sagripanti, winner of the Young Conductor prize at the 2016 International Opera Awards.

read more
25 January 2018

New York Times: მიმოხილვა - მოულოდნელი ვარსკვლავი მეტროპოლიტენის ოპერის “ტრუბადურს” ისაკუთრებს

აი სისხლი ნამდვილად იყინება ვენებში, როცა უყურებ და უსმენ ქართველ მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილს - იგი მთელ შოუს ისაკუთრებს აზუჩენას როლის შესრულებისას „ტრუბადურში“, რომლის პრემიერაც ორშაბათს შედგა მეტროპოლიტენის ოპერაში და გაგრძელდება 15 თებერვლამდე. აქამდე, მეტროპოლიტენის ოპერაში, ჯერ მხოლოდ 33 წლის ქალბატონი რაჭველიშვილი ყოფილა გაბედულად პირქუში კარმენი, ასევე, ჰქონია მნიშვნელოვანი, სენსუალური გარდაქმნა 2014 წელს ბოროდინის ოპერაში „პრინცი იგორი“. მაგრამ აზუჩენა მისი ნამდვილი გამოვლინებაა. იგი შეშინებულ და შემაშინებელ, საკუთარი მოგონებებით გაგიჟებულ ბოშას, რომლის როლის შემსულებლებიც ხშირად დანარჩენი მთავარი როლების შემსრულებლების შემდეგ არიან ხოლმე მოხსენიებულები აფიშებზე, გარდაქმნის ყურადღების ცენტრში მყოფ, ემოციურად არასტაბილურ მთავარ, ცენტრალურ ფიგურად.