menu
follow Anita:

All News

read more
05 March 2018

„ანიტა“ - სადებიუტო ალბომი, რომელსაც ასე ველოდით - SONY CLASSICAL

პირველი მოლოდინით სავსე ალბომისთვის Sony Classical-ის ლეიბლით, ანიტა ძალებს აერთიანებს იტალიის ნაციონალური სიმფონიურ ორკესტრთან და დინამიურ დირიჟორ ჯაკომო საგრიპანტთან, რომელმაც 2016 წლის საერთაშორისო ოპერის დაჯილდოებაზე გაიმარჯვა საუკეთესო ახალგაზრდა დირიჟორის ნომინაციაში. პროგრამა, რა თქმა უნდა, შეიცავს

read more
05 March 2018

რაჭველიშვილის წარმოდგენა სამუდამოდ იბეჭდება მეხსიერებაში - VOGUE

რთულია წარმატებით შეასრულო მანიპულატორი აზუჩენას როლი, მაგრამ მაკვიკარის დადგმაში სრულიად გამაოგნებელი, თვალებბრიალა ქართველი მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული აზუჩენა დამაჯერებელი, ბუნებრივი და დამაბნელებელი ძალის ფიგურაა. რაჭველიშვილის წარმოდგენა სამუდამოდ იბეჭდება მეხსიერებაში

read more
05 March 2018

შესანიშნავი მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის სადებიუტო ალბომს Sony Classical-ი უშვებს - Broadway World

სადებიუტო ოპერულ ოცნებას ჰგავს ის, თუ როგორ დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ახალგაზრდა მომღერლის საერთაშორისო კარიერა. ლა სკალას 2009 წლის სეზონის პრემიერაზე, 25 წლის ქართველმა მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილმა, როგორც კარმენმა, აფიშები დაიპყრო სუპერვასრკვლავი ტენორი ჯონას კაუფმენის გვერდით. ამგვარად, იგი ასევე გახდა ყველაზე ახალგაზრდა მომღერალი, რომელმაც სადებიუტო როლი სწორედ პრემიერაზე შეასრულა ლეგენდარული საოპერო სახლის ისტორიაში პირველად. წარმოდგენის დირიჟორი იყო დენიელ ბარენბოუმი , სწორედ ის, რომელმაც ამოიცნო ახალგაზრდა მომღერლის განსაკუთრებული ბუნებრივი ვოკალური ნიჭი და ქარიზმატულობა სცენაზე. მას შემდეგ, რაც მოუსმინა მის მიერ მცირე, მერსედესის როლის შესრულებას, შესთავაზა სატიტულო როლი. „ეს ჩემთვის დიდი რისკი იყო“, - იხსენებს ანიტა. „რაიმე მცირედიც კი რომ ასაწორად წასულიყო, ჩემი კარიერა მისი დაწყების დღესვე დასრულდებოდა.“

read more
05 March 2018

"The trouble with troubadours"- მონაკვეთი Parterre.com-ის შეფასებიდან

"სინამდვილეში, ანიტას შესრულება აღმოჩნდა ყველაზე ნიუანსური აზუჩენა, რომელიც კი ოდესმე მინახავს. როგორც წესი, ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის დასრულდება “Stride la vampa”, მაგრამ რაჭველიშვილის ინტესიური ინტერპრეტაციამ დამატყვევა"